ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში 114-მდე გაიზარდა. იუწყება რუსეთის ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა.
მისი თქმით კორონავირუსის შემთხვევბი გამოვლინდა 26 რეგიონში, ხუთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა.
მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 16 ათასი ადამიანი, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან რუსეთში დაბრუნდნენ.