ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კლასტერების წარმომავლობა კონტროლდება და ასევე, კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯაჭვი სრულად შესწავლილია.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ წინასწარ გადადგმული ყველა პრევენციული ღონისძიება იძლევა იმ ეფექტურ შედეგს, რომელიც ჩვენ დღესდღეობით გვაქვს. აქედან გამომდინარე, რეალურ საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს ის 34 პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავს. და დამატებითი პრევენციული გამკაცრება და ხარისხობრივად უკეთესად შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.
კლასტერების წარმომავლობა ამ ეტაპისთვის არის სრულიად გაკონტროლებული, ის პაციენტები, რომლებიც არიან დადასტურებულები, მათი ჯაჭვი არის სრულიად ამოქმედებული და შესწავლილი ჩვენი თანამშრომლების მიერ", - აღნიშნა ტიკარაძემ.