ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის სათაო ოფისის ორი თანამშრომელი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით. განაცხადა ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ლინდმაიერის თქმით, ვირუსით ინფიცირებული თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მათთან კონტაქტში მყოფი პირები კი შემოწმებულნი არიან.
"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურა. ორივე შემთხვევა ხუთშაბათს და პარასკევს, გასულ კვირას მოხდა. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ვირუსზე შემოწმდნენ მათთან კონტაქტში მყოფი კოლეგები", - განაცხადა პრესსპიკერმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.