აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედ კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მოუწოდებს დროებით შეზღუდონ მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედონ მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებით.
აღნიშნული რეკომენდაცია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, როგორც პრემიერმა განაცხადა უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია.