ტაჯ მაჰალი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარეობს და მილიონობით ტურისტს იზიდავს, ინდოეთის ხელისუფლების გადაწყვეტეილებით ვიზიტორებისთვის დაიხურა.
ინდოეთის ტურიზმის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტამდე დაიხურება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სხვა ტურისტული ობიექტებიც.
მანამდე ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ინდოეთში დაიხურა სკოლები, გასართობი ცენტრები და კინოთეატრები.
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 126 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 3 პაციენტი.