ბოლო ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 183 319-ს მიაღწია.
კორონავირუსით გარდაიცვალა 7 177 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 79 908 პაციენტი.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება, ჯერჯერობით ჩინეთი რჩებვა ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნად.
ჩინეთი: 81 051 შემთხვევა, დაიღუპა 3 230, გამოჯანმრთელებულია 68770
იტალია: 27 980 შემთხვევა, დაიღუპა 2 158, გამოჯანმრთელებულია 2 749
ირანი: 14 991 შემთხვევა, 853 დაღუპული, 4 996 გამოჯანმრთელებულია
ესპანეთი: 9 942 შემთხვევა, 342 დაღუპული, 530 გამოჯანმრთელებულია
სამხრეთ კორეა: 8 320 შემთხვევა, 75 დაღუპულმა, 1 137 გამოჯანმრთელებულია
გერმანია: 7 272 შემთხვევა, 17 დაღუპული, 67 გამოჯანმრთელებული
საფრანგეთი: 6 650 შემთხვევა, 148 დაღუპული, 12 გამოჯანმრთელებულია
აშშ: 4 661 შემთხვევა, 85 დაღუპული, 17 გამოჯანმრთელებულია
შვეიცარია: 2 330 შემთხვევა, 19 დაღუპული, 4 გამოჯანმრთელებული
დიდი ბრიტანეთი: 1 553 შემთხვევა, 56 დაღუპული, გამოჯანმრთელებულია 53.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.