საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლიდან ერისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ხვალიდან საფრანგეთი საზღვრებს ჩაკეტავს.
მაკრონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საფრანგეთის მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დატოვონ ის.
მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად შეზღუდული იქნება.
"ჩვენ ომში ვართ", - განახცდა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 380 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 127 პაციენტი, გამოჯანმრთელდა -12.