რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. განაცხადა რუსეთის მთვრობის საკოორდინაციო სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ტატიანა გოლიკოვამ.
მისი თქმით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით იფიცირების 174,777 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 77,867 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 6,686.