ფინეთის პრემიერ-მინისტრის სანა მარინის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
"მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება", - თქვა პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართლ პრესკონფერენციაზე.
მისივე განცხადებით, ოთხშაბათიდან სკოლები დაიხურება. საჯარო შეხვედრებში მონაწილეთა რაოდენობა კი ათი ადამიანით შემოიფარგლება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და საბავშვო ბაღები გააგრძელებენ მუშაობას.
ფინეთის მთავრობა ემზადება ასევე საზღვრების დახურვისთვის.
ბოლო მონაცემებით, ფინეთში კორონავირუსით ინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული