მეოთხეული გადაცემა ზომების გამკაცრებას მოითხოვს, სხვა სიმკაცრის ზომებია მისაღები საგანგებო მდგომარეობის სახით, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის მეოთხეული გადაცემა ჯერ არ გამოვლენილა.
"დღესაც გვქონდა ექსპერტების ჯგუფს შეხვედრა. მე ვფიქრობ და ბევრმა მხარი დამიჭირა - მეოთხეული გადაცემა საქართველოში ჯერ არ გვქონია, ვინაიდან კონტაქტების ჯაჭვში ვიღაცამ მაინც იცის, ვისგან დაინფიცირდა. ასე რომ, მინდა თამამად ვთქვა, საქართველოში მეოთხეული გადაცემა ჯერ არ ყოფილა", - თქვა ცერცვაძემ და განმარტა, რომ მეოთხე ნიშნავს, რომ პიროვნება დაინფიცირდეს, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, აღმოაჩნდეს კორონავირუსი ისე, რომ არ იცის, საიდან დაინფიცირდა: მარკეტში, ქუჩაში, კინოში თუ სხვა ადგილას.
"მეოთხეული გადაცემა ზომების გამკაცრებას მოითხოვს, სხვა სიმკაცრის ზომებია მისაღები საგანგებო მდგომარეობის სახით, რასაც მიმართა ჩინეთმა, იტალიამ", - თქვა ცერცვაძემ.