ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. იუწყება სააგენტო AFP.
ბოლო 24 საათში, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი 2000 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების 100 შემთხვევა.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის ფონზე, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის ცოლს, მარია ბეგონია ფერნანდეს სანჩესს კორონავირუსი დაუდგინდა. პრემიერისა და მისი ცოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე პრემიერის რეზიდენციაში იმყოფება.
მანამდე კორონავირუსი დაუდასტურდა ესპანეთის მინისტრთა კაბინეტის ორ წევრს - ტერიტორიული პოლიტიკის საკითხების მინისტრს კაროლინა დარიასსა და თანასწორობის საქმეთა მინისტრს ირენე მონტეროს, ასევე ვიცე-პრემიერის პაბლო იგლესიასის ცოლს.
კარანტინში იმყოფება ესპანეთის დედოფალი ლეტიცია, რომელიც ესწრებოდა ღონისძიებას მონტეროს მონაწილეობით.
ესპანეთში კორონავირუსი ელვისებური სისწრაფით ვრცელდება.
ესპანეთი ევროპაში იტალიის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს.