არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, ან გამოვაცხადოთ საგანგებო ვითარება, საგანგებო მდგომარეობა
არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, ან გამოვაცხადოთ საგანგებო ვითარება, საგანგებო მდგომარეობა, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმ ძალიან ბევრი გამოწვევისა, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი ამ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი საზოგადოება აწყდება, საქართველოში ჯანდაცვის მდგომარეობასთან, ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი სიტუაცია ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში.
„იცით, რომ 30 პაციენტი გვყავს, იცით, რომ ჯანდაცვის სექტორი სრულად აკონტროლებს ამ ეტაპზე ვითარებას, ჩვენი ეპიდოლოგები მუშაობენ, რომ ყველა კონტაქტი იყოს დადგენილი. შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, ან გამოვაცხადოთ საგანგებო ვითარება, საგანგებო მდგომარეობა. ამდენად ვაგრძელებთ მუშაობას იმ ჩვეულ რეჟიმში, რომელშიც ვიმყოფებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვიღებ იმ ზომებს, რომელიც არის საჭირო სოციალური დისტანციისთვის, შეზღუდვას ზედმეტად შეკრებისთვის, ან შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება ჩვენი მაღაზიების ან სავაჭრო ქსელების მუშაობაზე, არანაირად არ აისახება იმ მუდმივ მოწოდებაზე იმ აუცილებელი პრდუქტების, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ერთობლივი მუშაობით ბიზნესთან უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.