თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირეტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსზე დღეს 22 ტესტი არის აღებული.
მისივე ინფორმაციით, ხუთივე პირი, რომელთაც კორონავირუსი დღეს, 14 მარტს დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
"დაკვირვების ქვეშ იყვნენ, იმიტომ, რომ კონტაქტში იყვნენ, როგორც ჩვენ ვიცით, ჩვენი 4 წყაროდან ერთ-ერთ წყაროსთან. ზოლირებულები იყვნენ და მათზე მიდიოდა მეთვალყურეობა. როდესაც გამოვლინდა კლინიკური ნიშანი ტემპერატურის სახით, ჩაითვალა საჭიროდ, რომ გაკეთებულიყო ტესტირება", - თქვა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.
საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.