აუცილებელია ტესტირების ხელმისაწვდომობის გაზრდა! მეტი ტესტები, მათ შორის, სწრაფი ტესტები, - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი სერგო ჩიხლაძე.
მისი თქმით, ის ალგორითმი, რაც დღეს გვაქვს ვერ გამოავლენს დროულად მე-3 ან მე-4 რიგის გადაცემას.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ტესტირება უტარდება მხოლოდ რისკ ჯგუფებში შემავალ ადამიანებს. ანუ, ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება მხოლოდ იმ ადამიანების ანალიზი, რომლებიც იყვნენ რისკჯგუფში შემავალ ქვეყნებში, ჰქონდათ მათთან კონტაქტი ან უკვე მოხვდნენ ინფექციურში ან საკარანტინო ზონაში. დღეს ეს ალგორითმი უკვე ცოტაა. იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ინფიცირების შემთხვევების დროული გამოვლენა და სიტუაცია არ გაგვექცეს ხელიდან, შესაძლებელი უნდა მეტი ტესტები, მათ შორის, სწრაფი ტესტები. ამბულატორიული და ნაკლები სიმპტომების მქონე პაციენტები არ უნდა გაგვეპაროს! წინააღმდეგ შემთხვევაში, აფეთქებდება. სხვა ქვეყნების, მაგალითად სამხრეთ კორეის პრაქტიკაც ამას მოწმობს, იქ სადაც მაღალია დროული ტესტირების მაჩვენებელი სულ მოსახლეზე და პლუს ჯანდაცვის სისტემის მაღალი მზაობა, შედეგებიც ბევრად უკეთესია. დაბალი ლეტალობა 0.7% და დროული გამოვლენა“, - აცხადებს ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ ისეთი შესაძლებლობა, როგორიც საქართველოს აქვს ლუგარის ლაბორატორიის სახით, ბევრი ქვეყნისთვის სანატრელია და ამით, რა თქმა, უნდა წინ ვართ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა კლინიკა სურვილის შემთხვევაში ვერც მიიღებს ინფექციურ პაციენტს.
„სათანადო ინფრასტრუქტურა, ვენტილაცია, ბოქსირება, სეგმენტაცია, თანამედრივე დიაგნოსტიკა (CT და სხვ.) იმავე ადგილას, იმავე კლინიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰოპიტალები თავად გახდებიან ინფექციების წყარო! რაც მთავარია, შესაბამისად გადამზადებული სამედიცინო პერსონალი ამ დამატებით ჰოსპიტალებში. ყველა ექიმს არ შეუძლია ინფექციური პაციენტის მართვა“, - აცხადებს ჩიხლაძე.