საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილი წეროვანის საჯარო სკოლის დევნილ მოსწავლეებს შეხვდნენ და ნატოს მნიშვნელობაზე ლექცია წაუკითხეს.
თენგიზ გოგოტიშვილმა მოსწავლეებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორია, მნიშვნელობა, მიზნები და მისწრაფებები გააცნო.
,,ნატოში ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტთგანია. აუცილებელია ახალგაზრდებს, მოსწავლეებს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ალიანსის შესახებ. როდესაც ნატოზე ინფორმაციას ომგამოვლილ ბავშვებს უზიარებ, შეხვედრა ორმაგ დატვირთვას იძენს''- აღნიშნა კოკა სეფერთელაძემ.
მოსწავლეებმა საჩუქრად ნატოს ლოგოთი ბრენდირებული გაკვეთილების ცხრილიც მიიღეს.