მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების კლება დღეს მხოლოდ ჩინეთშია და სხვა ქვეყნებში ეპიდსიტუაცია უარესდება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, შემთხვევების ზრდა გვექნება, რადგან კლება არის მხოლოდ ჩინეთში.
„შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევების ზრდა გვექნება, რადგან კლება არის მხოლოდ ჩინეთში, დღეს იყო მინიმუმი რვა შემთხვევა. ხოლო ჩინეთს გარეთ, უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია, გახლავთ 140 ათასი, 60 ათასი შემთხვევა ჩინეთს გარეთ. ანუ ეპიდსიტუაცია უარესდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ნაწილი გლობალური სამყაროსი და ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირდება შემთხვევათა მატება. ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ პანიკას, რადგან ინფექციას მსოფლიო დაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისა.