სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი ტელეკომპანია "თრიალეთის" დირექტორის ჯონი ნანეტაშვილის დაკავებასა და მაზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს გმობს.
ამის შესახებ წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს და ჟურნალისტებს კოლეგების პროფესიული უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.
მათივე თქმით, აუცილებელია აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მოახდინონ.
"ჩვენი წარმომადგენლები მომხდარის გამო გუშინ გორში იმყოფებოდნენ და დეტალებს პირადად ტელეკომპანიის დამფუძნებლებისგან გაეცნენ. ნანეიტაშვილი სასტიკად არის ნაცემი და სხეულზე სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. მისი დაკავების ფაქტი 29 სექტემბერს გამართულ სახალხო კრების მოსამზადებელ კონფერენციას უკავშირდება, რომელიც ტელეკომპანია "თრიალეთმა~ მთლიანად გააშუქა", - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
მათივე მტკიცებით, კონფერენციის გაშუქებას მოჰყვა "თრეალეთის" მისამართით შანტაჟი და პირდაპირი ანგარიშსწორება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.
ტელეკომპანია "თრიალეთის" ხელმძღვანელი ჯონი ნანეტაშვილი გორში გუშინ დააკავეს, რომელსაც ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. სასამართლომ ნანეტაშვილის ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდის შემდეგ იმავე დღეს გაათავისუფლა.