ჩეხეთის რესპუბლიკამ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და საზღვრების სრული ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. იუწყება ადგილობრივი მედია.
გავრცელებული ცნობით, საგანგებო გადაწყვეტილება ძალაში 16 მარტიდან შევა.
30-დღიანი აკრძალვის ფარგლებში, ჩეხეთის მოქალაქეებს უფლებას არ მისცემენ, დატოვონ ქვეყნის ტერიტორია.
გარდა ამისა, ჩეხეთში ცხოვრების უფლების არმქონე უცხოელებს კი აეკრძალებათ ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლა.