"ბაიკანურის" კოსმოდრომიდან ორბიტაზე პირველი ციფრული კოსმოსური ხომალდი გაუშვეს. ახალი თაობის "სოიუზ-ფგ" მართვის ციფრული სისტემითაა აღჭურვილი და იგი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს უნდა შეუერთდეს.
ბორტზე რუს კოსმონავტებთან ერთად "ნასას" ასტრონავტი სკოტ კელიც იმყოფება. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 158 დღიანი მისიის ფარგლებში ორი შატლი და ორი სატვირთო ხომალდი უნდა მიიღონ. მათ სამჯერ მოუწევთ ღია კოსმოსში გასვლა, ასევე რამდენიმე ბიოტექნოლოგიური და სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება.
"ბაიკანურის" კოსმოდრომზე "სოიუზის" სტარტს სკანდალური ჯაშუში ანნა ჩეპმენი ესწრებოდა. ეს მისი პირველი გამოჩენა იყო საზოგადოებაში ჯაშუშური სკანდალისა და რუსეთში დაბრუნების შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით ჩეპმენი კოსმოდრომზე ერთ ერთი რუსული ბანკის პრეზიდენტის რჩეულის სტატუსით იმყოფებოდა.