კორონავირუსთან დაკავშირებით შესაძლოა, კიდევ დამატებითი შეზღუდვები გახდეს საჭირო, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილენ, პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, მოსახლეობაც უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები რაღაც ეტაპზე გახდება მეტი.
„ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის იყო, რომ რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს. ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.