11 ადამიანი არის ერთი წყარო, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 41 ადამიანი წევს, რომელთაგან 20-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 20 დადასტურებული შემთხვევა. მათზე გვაქვს ოთხი წყარო. ერთი არის ირანის ისტორია და გვყავს ორი პაციენტი. მეორე პაციენტი არის იტალია და გვყავდა ერთი პაციენტი, რომელსაც შემოემატა ხუთი პაციენტი და ამ წყაროდან გახდა ექვსი პაციენტი. შემდეგი წყარო არის იტალიის ერთ-ერთი ქალაქი, ჩვენთან შემოსული ექვსი პაციენტი, ორი ოჯახი და ამათთან კონტაქტში მყოფი ხუთი ადამიანი. 11 ადამიანი არის ერთი წყარო. ერთი პაციენტია ესპანეთის ისტორია. ჯერ რჩება უცვლელი სიტუაცია, ერთი მძიმე პაციენტი გვყავს. მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ არ უარესდება. სტაბილური სიტუაციაა“, - თქვა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.