მიუხედავად რაოდენობის მატებისა, შიდა გადადების ფაქტები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
მისი თქმით, ყველა ახალი შემთხვევა უკავშირდება იტალიას და #4 პაციენტს, ვისაც დაუდგინდა კორონავირუსი.
"როგორც ვპროგნოზირებდით, ინფექცია თანდათან ფეხს იკიდებს - რვავე უკავშირდება იტალიას. აქედან ხუთი მგზავრობას და დაკავშირებულია იმ კლასტერთან, რომელიც მეორე შემთხვევად დაფიქსირდა ჩვენთან და მასთან ერთად იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ თვითიზოლაციაში.
მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი იწვა ინფექციურში, ორი კი დასავლეთ საქართველოში. შიდა გადადება არ გვაქვს, ყველა შემთხვევა არის შემოტანილი - ორი ირანიდან, დანარჩენი იტალიიდან. ან შემოტანილია ან ასოცირებული იტალიიდან ჩამოსულთან კონტაქტით, მესამე და მეოთხე რიგის გადადება არ გვაქვს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.