არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა არ განიხილება, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიმ
მისი თქმით, ეს პოლიტიკური ძალები, ვინც "ლეიბორისტულ პარტიაში" იკრიბებიან ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბევრ საკითხში, იმიტომ, რომ პარტიულად მიიღებენ ცალ-ცალკე მონაწილეობას.
"არ განიხილება ახლა არანაირი ერთიანი სიით გასვლა არჩევნებზე. ეს პოლიტიკური ძალები, ვინც "ლეიბორისტულ პარტიაში" იკრიბებიან ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბევრ საკითხში, იმიტომ, რომ პარტიულად მიიღებენ ცალ-ცალკე მონაწილეობას. კოორდინირება იქნება მაჟორიტარებზე, სადაც ერთმანეთს არ დაუყენებენ, რომ გადავჭრათ ჩვენი ეროვნული ამოცანის ერთი ნაწილი - მშვიდად დავამარცხოთ ივანიშვილის ხელისუფლება პირველივე ტურში. ამის მერე იქნება კოალიცია, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებულ ხალხს მოუწევს კომპრომისები ერთმანეთთან," - აცხადებს გიგა ბოკერია.