მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მასშტაბური, ხალხმრავალი ღონისძიებები აიკრძალა, ინდოეთსა და მეზობელ ქვეყნებში ტრადიციული ფერების ფესტივალი მაინც ჩატარდა.
წელს, ჰოლის დღესასწაული, გაზაფხულის მოსვლის აღსანიშნავი ფერების განუმეორებელი ფესტივალი ტარდება, 9-10 მარტს ჩატარდა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უარი თქვა ფესტივალში მონაწილეობაზე კორონავირუსის საშიშროების გამო.
ინდოეთის გარდა, ფერების ფესტივალი აღინიშნა ნეპალში, პაკისტანში, ბანგლადეშში, შრი ლანკასა და სხვა ქვეყნებში.