ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვევაა.
„ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს, რადგან საქართველო მსოფლიოს ნაწილია, მსოფლიოში კი, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, მათ შორის 7 ათასს გადააჭარბა სამხრეთ კორეაში. მაღალია მაჩვენებელი ირანსა და იტალიაში“, - თქვა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს ყველა ადგილზე.