კორონავირუსით ინფიცირებული 12-დან ორი ადამიანი არის შედარებით მძიმე, მაგრამ ამ ორიდან ერთი კიდევ უფრო მძიმედ არის - განაცხადაინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, მძიმე მდგომარეობაშ მყოფი ორი პაციენტიდან ერთს სავარაუდოდ, ორმხრივი პნევმონია აქვს.
„კაცს, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა, ჯერ ჟანგბადით თერაპია არ დასჭირვებია. თუმცა, შესაძლოა, დასჭირდეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - თქვა ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ დანარჩენი ათი პაციენტიდან ერთი აბსოლუტურად უსიმპტომოა, ცხრას აქვს მინიმალური სიმპტომები.
"ტემპერატურამ აიწია 38 გრადუსამდე. 12-დან 2 ადამიანი არის შედარებით მძიმე, მაგრამ ამ ორიდან ერთი კიდევ უფრო მძიმედ არის. დანარჩენი ათი პაციენტიდან ერთი აბსოლუტურად უსიმპტომოა, ცხრას აქვს მინიმალური სიმპტომები - ტემპერატურის მომატება 37-დან 37.6-მდე, მსუბუქი ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული.