"საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია", - წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.
"დღეს შევთანხმდით, რომ 2020 არჩევნები ჩატარდება:
1. 120/30-ზე პროპორციით, სადაც 120 პროპორციული წესით იქნება არჩეული, 30 კი მაჟორიტარულით;
2. ბარიერი იქნება 1%;
3. იმისთვის, რომ პარტიამ შექმნას უმრავლესობა, უნდა ჰქონდეს, როგორც მინიმუმ 40% მხარდაჭერა.
აქვე, ყველა იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნებს სამართლიან გარემოში, დემოკრატიული სტამდარტების დაცვით და კანონის უზენაესობის პრინციპის პატივისცემით ჩაატარებს.
ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა და მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მეგობარი ელჩების მიმართ. ასევე, ყველა პირის მიმართ, ვინც ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.
პოლიტიკურ პროცესში საკუთარი ინტერესების სახელმწიფოებრივი მიზნისთვის დათმობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მიხარია, რომ ეს მზაობა მაგიდის გარშემო მჯდომ ყველა პარტიას აღმოაჩნდა", - აცხადებს ჩუგოშვილი.