შეწყდება თუ არა კორონავირუსის გავრცელება ტემპერატურის მატებასთან ერთად, კითხვაზე პასუხი მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებას ჯერ არ აქვს, თუმცა იმედოვნებენ, რომ ტემპერატურა ვირუსზე ზემოქმედებას მოახდენს, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე,
"ჩვეულებრივად, რესპირატორული ინფექციები სიცივეში ვრცელდება და სიცხეში ძალიან ცოტაა. უნდა დავაკვირდეთ, რა მოხდება ავსტრალიაში - მოგეხსენებათ, ახლა იქ ზაფხულია, შემოდგომა დგება," - აღნიშნა იმნაძემ.