"საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც ჩვენ დროულად ვიწყებთ ყველა პრევენციულ ღონისძიებებს, რაშიც მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან ევროპის ქვეყნები", - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
"საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც ჩვენ დროულად ვიწყებთ ყველა პრევენციულ ღონისძიებებს, რაშიც მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან ევროპის ქვეყნები, ვინაიდან მათ ეს ვირუსი არ აღიქვეს შესაბამისად და მათთან გავრცელება გაცილებით მეტია.
ჩვენ ვაპირებთ, რომ ადგილზე გავეცნოთ ყველა სიტუაციას და ჯანდაცვის უწყება იქნება პირადად ჩართული ყველა ღონისძიებაში, რომელიც იქნება გატარებული. მათ შორის, რაც შეეხება ასევე დასუფთავების საქმიანობებს, ჩვენ შევისწავლით დეტალურად და ვახორციელებთ მონიტორინგს, ვიძლევით შემდეგ დამატებით რეკომენდაციებს ან მკაცრ გაფრთხილებებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.