ხვალ, 8 ოქტომბერს, თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები ამანათებს მიიღებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ამანათებს გაუგზავნიან.
პროგრამა ფონდ "ალილოს" საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 16 ოჯახის დახმარებას ითვალისწინებს.
აქციაში თბილისის საკრებულოს ყველა დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ფონდ "ალილოს" სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გადასაცემად ტანსაცმელს, წიგნებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს შესწირავენ.