მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა. იუწყება BBC-ი.
"სამი თვის წინ, მე ჩავები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დასამარცხებლად. დღეს მე ვეთიშები ამ მარათონს იგივე მიზეზის გამო", - თქვა ბლუმბერგმა.
ბლუმბერგის თქმით, საპრეზიდენტო კამპანიის დასრულების შემდეგ, მხარს აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დაუჭერს.
მაიკლ ბლუმბერგმა, ნიუ -იორკის ყოფილმა მერმა, წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიდა დემოკრატმა ემი კლობუჩარმა. მან თავის მომხრეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ჯო ბაიდენს, აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს.
კვირას, კამპანიის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო პიტ ბუტეჯეჯმა, საუთ-ბენდის ყოფილმა მერმა.