"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ", პოლიტიკოსმა ლაშა ჩხარტიშვილმა, მეწარმეებმა და დაკავებულ ინდმეწარმეთა მხარდამჭერებმა ხელისუფლებას მიმართვა გაუგზავნეს.
ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, შეწყდეს მეწარმეთა უკანონო დაპატიმრებები და მცირე მეწარმეთა ფაქტობრივი დარბევები.
"პასაჟისა" და "კიდობნის" მეწარმეთა მასობრივ დაპატიმრებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, არ არსებობდა და არც დღეს არსებობს თითოეული დაკავებულისთვის თავისუფლების აღკვეთის საფუძველი. ხაზს ვუსვამთ, რომ საგადასახადო კანონმდებლობისა თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობის ნებისმიერი დარღვევა შესაბამისი ორგანოების მიერ სამართლიანად და ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო სასამართლომ, უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, დამოუკიდებლად უნდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. მათ შორის, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ ეს ღონისძიება საბიუჯეტო ზარალის შესავსებად ჩაატარა.