ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ეს ნიშნავს წარსულის გვერდზე გაწევას და მომავალზე კონცენტრირებას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომელსაც თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ზვიად კუპრავა ესწრებოდნენ.
მისი თქმით, როგორც მან და გუბაზ სანიკიძემ შეძლეს ძველი წყენის დავიწყება და ერთმანეთთან ძმურად ჩახუტება ზუსტად ასევე, ყველა ქართველმა ადამიანმა უნდა შეძლოს იმავეს გაკეთება.
„როგორც თქვენ და მე გუბაზ სანიკიძემ შევძელით კაცურად დაჯდომა ერთ მაგიდასთან, ძველი წყენის დავიწყება, ერთმანეთთან ძმურად ჩახუტება და აბსოლუტური თანხვედრა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში, ეს მხოლოდ მეტყველებს თქვენზე, როგორც პატრიოტზე და ქართველზე, ზუსტად ასევე ყველა ქართველმა ადამიანმა უნდა შევძლოთ იმავეს გაკეთება. ეს არის ჩემი ამოცანა და არა ძველი ქიშპობა. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ეს ნიშნავს წარსულის გვერდზე გაწევას და მომავალზე კონცენტრირებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.