2010 წელს საქართველოს სამშობიარო სახლებში, სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებებში და ქალთა საკონსულტაციო ცენტრებში 15 305 აბორტი დაფიქსირდა.
დაავადაბათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, 2010 წელს საქართველოს სამშობიარო სახლებში, სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებებში და ქალთა საკონსულტაციო ცენტრებში 15 305 აბორტი დაფიქსირდა.
ყველაზე მეტი შემთხვევა 20-29 წლის ასაკში დაფიქსირდა. ზემოთ ნახსენებ სამედიცონო დაწესებულელებში, აბორტი 20-29 წლის ასაკის 7535 ქალმა გაიკეთა.
15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის 10 ფაქტია, 15-19 წლამდე ასაკში _ 1087, 30-39 წლამდე _ 5620, 40-44 წლამდე _ 982.
ცნობისთვის: ეს არასრულია სტატისტიკური მონაცემია, რადგან საავადმყოფოები სტატისტიკას აბორტების შესახებ მომავალი წლის დასაწყისში გამოაქვეყნებენ.