ჩინეთში, უხანში კორონავირუსით დაინფიცირებული ადგილობრივი მცხოვრები 98 წლის ქალი განიკურნა. იუწყება Xinhuanet-ი.
სავარაუდოდ, ჩინელი ქალი პირველი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელმაც ამ ვირუსის დამარცხება შეძლო.
მედიის ცნობით, ხანდაზმული ქალი რამდენიმე დღის წინ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კლინიკაში გადაიყვანეს. მასთან ერთად მისი 55 წლის ქალიშვილის ჰოსპიტალიზებაც მოხდა, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდგინდა.
მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგ პაციენტებმა თავი უკეთ იგრძენს. ექიმებმა 98 წლის ქალი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან.
არაფერს იუწყებიან მისი ქალიშვილის გამოჯანმრთელების შესახებ, თუმცა სავარაუდოდ მანაც შეძლო კორონავირუსის დამარცხება, რადგან საავადმყოფო დედასთან ერთად დატოვა.
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 90,932 ადამიანს მიაღწია.
მსოფლიოს 76 ქვეყნის მონაცემებით, გარდაცვლილია 3119 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 48,173 ადამიანი.