დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება.
"პრობლემა რა თქმა უნდა იქნება. პრობლემა მთელ მსოფლიოშია. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევაკავოთ და შიდა საზოგადოებრივი გადაცემა არ მოხდეს, რაც სამწუხაროდ ხდება ჩვენზე გაცილებით მდიდარ, უფრო მძლავრ და ტრადიციული სამედიცინო სისტემების მქონე ქვეყნებში," - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კორონავირუსის 3 დადასტურებული და 171 შესაძლო შემთხვევა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში კვლავ უცვლელია. სახელმწიფო უწყებები და სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ აყვნენ პანიკას.