ნარკოტიკების მოხმარების ჩანაცვლების პროგრამების დიდი ნაწილი შესავსებია. ამის შესახებ განცხადება ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა გელა ლეჟავამ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა გადამუშავებული ანტინარკოტიკული კანონმდებლობის პროექტი.
კანონპროექტი ითვალისწინებს ახლებურ მიდგომას ნარკოტიკების მომხმარებლებსა და ავადმყოფებთან დაკავშირებით. სახელმწიფო პოლიტიკა ლიბერარული ხდება ავადმყოფებთან დაკავშირებით. როგორც მისი ერთ-ერთი ავტორი გიგი წერეთელი განმარტავს, ხდება საკითხის დეკრიმინალიზაცია.
კანონპროექტი ორ წელზე მეტია მუშავდება, თუმცა მისი განხილვა და მიღება ვერ მოხერხდა. გიგი წერეთელმა დღეს განაცხადა, რომ საკითხის შემუშავებაში ჩართულია როგორც იუსტიციის სამინისტრო, ასევე პროკურატურა და იმდოვნებს, რომ მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობები აღარ იქნება. წერეთლის თქმით, საკითხის მიღება საშემოდგომო სესიაზე მხოლოდ პირველი მოსმენით მოხდება, მეორე მოსმენა კი უკვე საგაზაფხულო სესიაზე იქნება.