კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა პორტუგალიაში. იუწყება ადგილობრივი მედია.
ერთ-ერთი დაინფიცირებული ცოტა ხნის წინ იტალიაში მოგზაურობდა, ხოლო მეორე პაციენტი ქვეყანაში ესპანეთიდან შემოვიდა.
ორივე დაინფიცირებული პაციენტი პორტოს სამედიცინო კლინიკაში იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით 89 254 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 058 პაციენტი.