ირანში მოსახლეობამ ცეცხლი წაუკიდა საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ Deutshce Welle წერს ირანულ მედიაზე დაყრდნობით.
იუწყებიან, რომ ქალაქ ბენდერ აბასში ადგილობრივებმა დაწვეს საავადმყოფო, სადაც სავარაუდოდ ქალაქ ყუმიდან კორონავირუსით ინფიცირებულები მიიყვანეს.
ქალაქ ყუმი ირანში კორონავირუსის ეპიცენტრია.
ხანძარი სწრაფად ჩააქრეს, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები უარყოფენ, რომ მათ კორონავირუსით დაავადებული პაციენტები ჰყავთ.
ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა თითქმის 600 ადამიანს მიაღწია, დაიღუპა 43 ადამიანი. ინფიცირებულთა შორისაა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვიცე-პრეზიდენტი და პარლამენტის 5 წევრი.