ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ახალი კორონოვირუსის შესახებ.
მისივე თქმით, კარანტინში მოთავსებული მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მოწყვეტილები არიან თავიანთ ოჯახებს, მაგრამ ეს ისევ მათი ოჯახების საკეთილდღეოდ კეთდება.
„ბევრი უკმაყოფილოა იმით, რომ მოწყვეტილები არიან თავიანთ ოჯახებს, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს პირველ რიგში ისევ მათი ოჯახების და, რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ კეთდება, რომ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შევანელოთ. ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის, მაგრამ უფრო და უფრო მეტი მსუბუქი შემთხვევების შეტყობინება ხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამის იმედი გვაქვს, რომ ვირუსი ნელ-ნელა ეგუება ადამიანის ორგანიზმს და ნაკლებად აგრესიული ხდება. მთელ მსოფლიოში არის მოლოდინი, რომ ამან პროცესმა შეიძლება პანდემიის სახე მიიღოს, რასაც შესაბამისად ყველა ქვეყანაში ინფექციის გავრცელება მოყვება“, - განაცხადა იმნაძემ.