ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ჰადი ხოსროვშაჰი კორონავირუსისგან გარდაიცვალა.
კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, ხოსროვშაჰი თეირანის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ირანის ვიცე-პრეზიდენს მასუმე ებთეკარს კორონავირუსი დაუდგინდა.
მანამდე ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მოჯთაბა ზულნურმა განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.
კორონავირუსით დაავადდნენ ირანის პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი მაჰმუდ სადეკი და ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჩი.
ბოლო ინფორმაციით, ირანში კორონავირუსული ინფექციების რაოდენობამ 245-ს მიაღწია, აქედან 26 ფატალურად დასრულდა.