საოჯახო და ქალთა საკითხებში ირანის ვიცე-პრეზიდენტს მასუმე ებთეკარს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA.
"ვირუსის ზოგიერთი სიმპტომის გათვალისწინებით, ქალბატონ ვიცე-პრეზიდენტს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე, რომელიც დადებით აღმოჩნდა", - განუცხადა სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა.
მანამდე ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მოჯთაბა ზულნურმა განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.
"დიახ, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტი დადებითი აღმოჩნდა, ნერვიულობად არ ღირს, კარანტინში ვარ მოთავსებული, ღმერთმა ქნას, ჩვენმა ხალხმა დაამარცხოს კორონავირუსი“, - განაცხადა დეპუტატმა.
კორონავირუსით დაავადდნენ ირანის პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი მაჰმუდ სადეკი და ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჩი.
ბოლო ინფორმაციით, ირანში კორონავირუსული ინფექციების რაოდენობამ 245-ს მიაღწია, აქედან 26 ფატალურად დასრულდა.