გორში დევნილებისთვის რეაბილიტირებული ობიექტები გაიხსნა. 30 დევნილი ოჯახი სრულად გარემონტებულ ფართებში იცხოვრებს, რომელიც მათი საკუთრება იქნება. პროექტი რუმინეთის მთავრობის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა „ვორლდ ვიჟენ ინთერნეიშენალ-ის" თანამშრომლობით განხორციელდა და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
ახალი ფართები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა და თავად დონორებმა დაათვალისრეს.
მინისტრის თქმით, რეგიონებში ობიექტების რეაბილიტაცია დევნილთა განსახლება აქტიურად გაგრძლდება: „დღეს კიდევ 30 დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდა. რეგიონებში დევნილების დაკმაყოფილება და ფართებით უზრუნველყოფა გრძელდება. უახლოეს წელიწად ნახევარში, ჩვენი გეგმებით, აბსოლიტურ უმრავლესობას მოვიცავთ. რეგიონებში ფართების მიღებასთან ერთად მათი დასაქმების პროგრამებიც ხორციელდება."
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დევნილებისთვის მცირე ბიზნესის წამოსაწყებად გრანტებიც გაიცა. მათ ასევე ჩაუტარდათ ტრეინინგები ბიზნესის მართვაში, მესაქონლეობაში, რკინის შეუღებაში, სტომატოლოგიაში და სხვადასხვა სფეროში.
რუმინეთის ელჩის მიჰაი ბარლიბას განცხადებით, რუმინეთი კრიზისის მიუხედავად, საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობს და მსგავსი პროექტები გაგრძელდება: „რუმინეთი არ არის დიდი ქვეყანა, მაგრამ საქართველოს დიდი მეგობარია. ჩემი სურვილია, დევნილებმა ამ სახლებში დიდხანს არ იცხოვრონ და იმ ტერიტორიებზე დაბრუნდნენ, საიდანაც არიან დევნილები. რასაც აქ ვხედავთ, რეაბილიტირებულ სახლებს, ჩემი სახლემწიფოსთვის არგუმენტია რომ მეტი გავაკეთოთ. გპირდებით, თანამშრომლობას ნამდვილად გავაგრძელებთ."
რეაბლიტირებული ობიექტები „ვორლდ ვიჟენ საქართველოს" დირექტორმა პაოლო ფერარისმაც დაათვალიერა. „ჩვენ ამ ადამიანებს ბიზნესის წამოწყებაშიც დავეხმარეთ. ბიზნესი 100-მდე ოჯახმა წამოიწყო. იმედია, ეს წარმატებული პროექტი იქნება. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძლდება."
როგორც დევნილებმა აღნიშნეს, ადრე ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ და ზოგს ქირის გადახდაც უწევდა. ქეთევან ჩოჩნიძე, დევნილი: „ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდით. ნაქირავებში ვიყავი და წლების განმავლობაში შვიდი ბინა გამოვიცვალე. სამი შვილი მყავს და კმაყოპილი ვარ, რომ მათ საკუტარი სახლი აქვთ."