ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. იტყობინება Reuters-ი ირანულ საინფორმაციო სააგენტო ILNA-ზე დაყრდნობით.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჩი კარანტინშია მოთვსებული.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდგინდა, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ირანთან საზღვარი ჩაკეტა თურქეთმა, საქართველომ კი გააუქმა ფრენები და ფიზიკური პირების გადაადგილება შეზღუდა.