გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პარტია, "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" (CDU) ახალ ლიდერს 25 აპრილს აირჩევს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა,
"პარტიის კონგრესს ჩავატარებთ 25 აპრილს, რომელიც გაიმართება ბერლინში. ამ კონგრესზე აირჩევა ახალი თავმჯდომარე. ეს იქნება ჩვენთვის ნათელი სიგნალი კანცლერის კანდიდატის საკითხის შესახებ", - თქვა კარენბაუერმა პრესკონფერენციაზე.
კონგრესის ჩატარების საკითხი ორშაბათს განიხილეს პარტიის ლიდერებმა. კრამპ-კარენბაუერის თქმით, ლიდერობის ძირითადი კანდიდატები და პარტიის მმართველი ორგანოები თანხმდებიან პროცედურებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პარტიის ლიდერად 4 კანდიდატურის ირგვლივ მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა კონგრესის ჩატარებამდე შესაძლოა კანდიდატების რაოდენობა გაიზაროდს.
ამ დროისთვის, პარტიის ლიდერობის სურვილი გამოთქვეს ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ, ნორბერტ როდგენმა, ასევე ფრიდრიხ მერცმა, რომელიც გასულ ყრილობაზე მეტოქეობას უწევდა თავად კარენბაუერს, გერმანიის ფედერალური მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრმა არმინ ლაშეტმა და გერმანიის ჯანდაცვის ფედერალურმა მინისტრმა იენს შპანმა.
ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა 10 თებერვალს განაცხადა, რომ ის არ აპირებს იბრძოლოს გერმანიის კანცლერის თანამდებობისთვის და დატოვებს პარტიის თავმჯდომარის პოტს.