გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პარტიის, "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" (CDU) ლიდერი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი გერმანიის კანცლერობისთვის ბრძოლას არ აპირებს, შესაბამისად ის არ მიიღებს მონაწილეობას მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში. იუწყება Deutsche Welle-ი.
კრამპ-კარენბაუერის თქმით, ის ასევე აპირებს, რომ დატოვოს "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარის თანამდებობა.
როგორც იუწყებიან, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი მისი შემცვლელის მოძიების პროცესს ორგანიზებას გაუწევს და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს თანამდებობას.
გერმანული მედია, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ანგელა მერკელის სურვილია, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა შეინარჩუნოს გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა.