გორის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია "თრიალეთის" გენერალური დირექტორის ჯონი ნანიტაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმჯელებს. გორის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში იწყება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თრიალეთის" საინფორმაციო გადაცემის მთავარმა რედაქტორმა ლადო ბიჭაშვილმა განუცხადა, ნანიტაშვილი საპატრულო პოლიციამ გორში, "თი-ბი-სი" ბანკის შენობასთან აიყვანა და მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.
"ტელეკომპანის გენერალური დირექტორის უკანონო დაკავებას ჩვენი მაუწყებლის პოლიტიკას ვუკავშირებთ, რადგან ბოლო დროს "თრიალეთის" ეთერი ისეთ პოლიტიკურ პარტიებსაც ეთმობა, რომელთაც თბილისში ბლოკავენ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბიჭაშვილმა.