მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფესტივალი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში იმართება და ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი მონაწილეობს, დაიწყო.
ეს კარნავალი ყველაზე დიდი კარნავალია მთელ მსოფლიოში.
რიოს კარნავალი შედგება მოცეკვავეებისგან, მრავალფეროვნად და სახალისოდ ჩაცმული ხალხისგან, რომელიც რიოს ადგილობრივი სამბას სკოლებიდან არიან წარდგენილი. ერთ-ერთ სანახაობად რიოს კარნავალზე სამბა სკოლებს შორის მეტოქეობა ითვლება, რომელსაც ისინი დების პაექრობას უწოდებენ.
ეს კონკურსი მთელი კარნავალის კულმინაციად მიიჩნევა, სადაც სამბას სკოლები ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
ყოველი სკოლა ირჩევს თემას, შემდეგ კი ცდილობს თავისი დადგმული ცეკვა წარმოაჩინოს. სამბას სკოლები ასევე მუშაობენ საუკეთესო კოსტიუმების, სიმღერებისა და ესთეტიკის შექმნაზე, რათა უკეთ წარმოაჩინონ თავი.