ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა შეშფოთება გამოთქვა კორონავირუსის შემთხვევების სიმრავლეზე, რომლებიც ჩინეთის საზღვრებს მიღმა დაფიქსირდა. იუწყება BBC-ი.
ღებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების "შესაძლებლობების ფანჯარა სულ უფრო და უფრო ვიწროვდება".
"ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ შემთხვევების რაოდენობასთან, რომელთაც არ აქვთ ეპიდემიის ეპიცენტრთან აშკარა კავშირი, მაგალითად, მოგზაურობის ისტორია ან დაავადებულთან კონტაქტი", - თქვა მან.
ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსს 2200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 75 ათასზე მეტი კი დაინფიცირებულია. ჩინეთის საზღვრებს მიღმა, დაავადების 1150 და გარდაცვალების ათზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი მსოფლიოს 27 ქვეყანაში.