საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმიანება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა და „უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე“.
"არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ქვეყანა იყოს. პირველივე წუთებზე, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო ხელისუფლებას. მოდით შევთანხმდეთ, რომ ვიყურებით წინ, მომავლისკენ. ეს დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. საქართველო არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა დამხობების და გადატრიალებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვებთ", -განაცხადა გიორგი გახარიამ.